დღეს - 01 ოქტ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მედია და კომუნიკაციები
მარკეტინგი და რეკლამა - ენები: ინგლისური
"Georgian Bus" წამყვანი კომპანიაა სატრანსპორტო სექტორში, რომელიც ახორციელებს მგზავრების გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განრიგზე მორგებულად. ჩვენი მთავარი მიზანია, შევთავაზოთ მომხმარებელს უსაფრთხო, კომფორტული და დროული მგზავრობა, რაც ჩვენს მომსახურებას გამორჩეულს ხდის.
ვეძებთ ინიციატივიან და გამოცდილ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რაც ჩვენი ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - hr@georgianbus.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ვეძებთ ინიციატივიან და გამოცდილ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რაც ჩვენი ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება: კომპანიის მიზნებთან შესაბამისი მარკეტინგული გეგმის შემუშავება და ციფრული თუ ტრადიციული არხების გამოყენებით მისი ეფექტურად შესრულება;
- ბაზრის და კონკურენტების კვლევა: რეგულარული კვლევის ჩატარება, რათა დადგინდეს ბაზრის ტენდენციები და კონკურენტების სტრატეგიები;
- სარეკლამო კამპანიების მართვა: სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და მართვა ციფრული არხების გამოყენებით (Facebook, Instagram, LinkedIn, Google Ads, TikTok, Email Marketing და სხვა);
- სოციალური მედიის და კონტენტის მართვა: სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება, ბრენდთან შესაბამისი კონტენტის შექმნა და ვიზუალური თუ ტექსტური მასალის მართვა;
- ბიუჯეტის მართვა და ანალიტიკა: მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა, KPI-ების და ROI-ის მონიტორინგი, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
- თანამშრომლობა და კომუნიკაცია: ეფექტური კომუნიკაცია პარტნიორებთან, მედია საშუალებებთან და კომპანიის შიდა გუნდებთან;
- რეპორტინგი: ორ კვირაში ერთხელ დეტალური ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე.
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Facebook Ads, Google Ads, SEO) და პლატფორმების სრულყოფილი ცოდნა;
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის მაღალი უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - hr@georgianbus.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები