ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, B2B /კორპორატიული გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სხვა სამომხმარებლო საქონელი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სტაჟირება
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,სიცოცხლის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ყავა / ხილი / სნექები,საპენსიო წილის ანაზღაურება,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილების გარეშე - კანდიდატს არ უნდა ქონდეს გამოცდილება
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
HR.GE აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაყიდვების განყოფილებაში.
გაინტერესებთ გაყიდვების სფერო? ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული პიროვნება? მაშინ ეს სტაჟირება სწორედ თქვენთვისაა.
სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას და განივითარებთ გაყიდვების უნარებს, გაეცნობით თანამედროვე ორგანიზაციის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს.
სტაჟირების პერიოდი გათვლილია 3 თვეზე, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი.
სამუშაოს აღწერა:
- სატელეფონო კომუნიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებთან
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება
- განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
- ყოველდღიური რეპორტინგი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (გასაუბრებაზე დაიშვებიან სტუდენტებიც)
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო მოთხოვნა
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook);
- ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), სავალდებულოა ინგლისური და/ან რუსული ენის გამართული ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი
- ლიდერული უნარ-ჩვევები
- სირთულეების დაძლევის უნარი
- შედეგებზე ორიენტირებული
- პუნქტუალური, ორგანიზებული
სამუშაო განრიგის შეთანხმება მოხდება წინასწარ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესბულმა პირებმა გამოხმაურებისთვის, გთხოვთ მიმართოთ "გაგზავნე CV" ღილაკს
გისურვებთ წარმატებებს!