02 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის ოპერაციული მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@wi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
კომპანია „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 – მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
პოზიციის აღწერა
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის ოპერაციულ მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- ტრანსპორტის მართვის სისტემის მეშვეობით სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, წარმართვა და მასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების კონტროლი
- დისტრიბუციის ,სამარშრუტო განრიგის მიმდინარე პროცესების მართვის უზრუნველყოფა;
- გუნდის მართვა და კოორდინირება,
- კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა
- AI ალგორითმებისა და მანქანური სწავლების ხელსაწყოების გამოყენება მარშრუტების ოპტიმიზაციისთვის
- AI-ის დახმარებით ტრანსპორტის ეფექტურობის ანალიზი და გაუმჯობესება
- ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი
- დისტრიბუციის, სამარშრუტო განრიგის მიმდინარე პროცესების მართვის უზრუნველყოფა
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail)
- ლოჯისტიკის/ სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება ;
- ლოჯისტიკური ოპტიმიზაციისთვის AI ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა
რას ვთავაზობთ:
- კონკურენტუნარიანი ხელფასი
- სამედიცინო დაზღვევა
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
- სხვა ბენეფიტები
განაცხადის წარდგენა:
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის ოპერაციული მენეჯერი“
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია
ნახვები
უნიკალური ნახვები