შემდეგი
02 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
საკრედიტო ოფიცერი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@premiumleasing.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
საკრედიტო ანალიზი, რისკების მართვა საბანკო ლიზინგის ღონისძიებები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება, დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
საკრედიტო ანალიზი, რისკების მართვა საბანკოლიზინგის ღონისძიებები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება, დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, თბილისში.
"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია.
"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka
მოვალეობები
- მომხმარებელთა მომსახურება;
- საკრედიტო განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესის ზედამხედველობა;
- საკრედიტო რისკების შეფასება და მართვა;
- საკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
კვალიფიკაცია:
- ლიზინგის ან ავტო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
- საკრედიტო რისკების ცოდნა, რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზედაც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს".
და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
ბუღალტერია / ფინანსები
საკრედიტო ანალიზი,
რისკების მართვა
საბანკო
ლიზინგის ღონისძიებები
ნახვები
უნიკალური ნახვები