04 სექ - 03 ოქტ
სტანდარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: academicvacancy@ug.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
განათლების მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
განათლების მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
- ენები: ინგლისური
საქართველოს უნივესიტეტის აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
სამართლის სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია)
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ევროპული კავშირის სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია)
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო ორგანიზაციები (1 ვაკანსია)
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია)
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: დემოკრატიული მმართველობის პრინციპები (1 ვაკანსია)
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქიმიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმებია:
- განათლება - დოქტორის აკადემიური ხარისხი
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა - ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ში ინდექსირებულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს
- ინგლისური ენა. სამართლის სკოლის ვაკანსიებზე - არანაკლებ B2 დონე, ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ვაკანსიაზე სავალდებულოა ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი
დამატებითი კრიტერიუმებია:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (დართული ფორმის მიხედვით);
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (დართული ფორმის მიხედვით);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/en/page/static/213/utskhoetshi-mighebuli-ganatlebis-aghiareba) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
- ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
- ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).
- საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (დართული ფორმის მიხედვით);
- საგნის სილაბუს(ებ)ი;
- სხვა ინფორმაცია, რომელიც, მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე კანდიდატის წარმოჩენისთვის
საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება
კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის საჯარო პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელ. ფოსტით.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2025 წლის 6 და 7 ოქტომბერს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 9 და 10 ოქტომბერს.
საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2025 წლის 15 ოქტობერი.
კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2025 წლის 17 ოქტობერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.
საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. ჩვენი მრავალფეროვანი გუნდი 1500-მდე თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
- სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები