04 სექ - 03 ოქტ
სტანდარტი
მექანიკური სისტემების ინჟინერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ქ. თბილისი, ლვოვის ქუჩა 66

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია მექანიკური ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები, მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ინჟინერია მექანიკური ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები, მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
ჯეტექსი ISO სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სრულ სერვისებს, მათ შორის:
სახანძრო უსაფრთოების სისტემების პროექტირება-მოწყობა, სუსტი დენები, ელექტროობა, სავენტილაციო სისტემების (ჰაერსატარები, დამპერები, ვენტილატორები) წარმოება და მონტაჟი, გათბობა-გაგრილების სისტემები, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება და მონტაჟი, კარ-ფანჯრის პროექტირება-მონტაჟი

კომპანია ჯეტექსი აცხადებს ვაკანსიას მექანიკური სისტემების ინჟინერის პოზიციაზე (HVAC, წყალმომარაგება და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები)

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 19:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: 2500 ლარიდან (მომატების პერსპექტივით კვალიფიკაციის შესაბამისად)

კომპანია ეძებს გამოცდილ პროფესიონალს მექანიკური სისტემების ინჟინერის პოზიციაზე, რომელიც მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: HVAC, წყალმომარაგება (Plumbing) და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები (Firefighting systems).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
  • მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მექანიკური სისტემების პროექტირების მიმართულებით;
  • მოქმედი რეგულაციების, სტანდარტებისა და ტექნოლოგიური პროცესების კარგი ცოდნა;
  • Revit-ის კარგად ფლობა (პროექტირების პროგრამა);
  • საინჟინრო გამოთვლების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • საინჟინრო გამოთვლებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული პროგრამების ფლობა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook და სხვ.) კარგი ცოდნა;

სამუშაოს აღწერა:
  • მექანიკური სისტემების პროექტირება:
  • მექანიკური სისტემების პროექტირება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით (ASHRAE, SNIP, NFPA და სხვ);
  • საინჟინრო გამოთვლების შესრულება სპეციალიზებულ პროგრამებში;
  • დეტალური ტექნიკური დავალებების მომზადება, დიზაინის პრინციპების ახსნით;
  • ნახაზების მომზადება, მათ შორის:
  • განლაგებები
  • რიზერის დიაგრამები
  • მონტაჟის დეტალები და სხვა
  • განრიგების და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
  • მასალების სპეციფიკაციების მომზადება კონკრეტული პროექტისთვის;
  • საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია სხვა საინჟინრო დისციპლინებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;

პროექტის განხილვის, მშენებლობის პროცესის და დასრულების შეხვედრებში მონაწილეობა, რათა ზუსტად იქნეს გაგებული დამკვეთის მოთხოვნები და მოლოდინები;

პროექტის დოკუმენტაციის და მასალების შემოწმება
  • საპროექტო დოკუმენტაციის გადახედვა და შეფასება;
  • ტექნიკური ალტერნატივების რეკომენდაცია;
  • მასალების და აღჭურვილობის სპეციფიკაციების გადახედვა და დამტკიცება;
  • კონტრაქტორის მიერ მომზადებული ნახაზების, სატესტო პროცედურებისა და ანგარიშების განხილვა და დამტკიცება;
  • ადგილზე შერჩევითი ინსპექტირება:
  • მექანიკური სისტემების მონტაჟის შერჩევითი ინსპექციების ჩატარება, ხარისხის და შესაბამისობის დასაზუსტებლად;

ჯეტექსი გთავაზობთ:
  • მონაწილეობის შესაძლებლობა პრესტიჟულ პროექტში;
  • პროფესიული განვითარება;
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@jetex.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მექანიკური სისტემების ინჟინერი
ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები