დღეს - 04 ოქტ
სტანდარტი
შოურუმის კონსულტანტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის (ბათუმი) პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ლ.ასათიანის #67
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
  • კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
  • მაღაზიის მარაგების მართვა;
  • პროდუქციის გეგმიური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
  • სალარო გატარებები, გაყიდული საქონლის აღრიცხვა;
  • ელექტრონული ზედნადების გამოწერა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;

უნარები:
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები