05 სექ - 04 ოქტ
სტანდარტი
ფილიალის/შოურუმის მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ფილიალის/შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის მიზანი: ბათუმის ოფისის/შოურუმის ოპერაციული მართვა და აჭარა–გურიის რეგიონის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.
დაექვემდებარება: ბიზნესის განვითარების დირექტორს;
თანამშრომლობა: გაყიდვების გუნდის უფროსთან (კოორდინირებით);

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ლ.ასათიანის #67
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10 სთ- 17 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:
  • ბათუმის ოფისის/შოურუმის ყოველდღიური ოპერაციული მართვა (სერვისი, პროცედურები, დისციპლინა);
  • აჭარა/გურიის რეგიონის გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება (კვარტალური/ყოველთვიური მიზნები, KPI-ები);
  • გაყიდვების არხების განვითარება: B2B/B2G ტენდერები, დეველოპერები, სამშენებლო/საპროექტო კომპანიები, სერვის კონტრაქტები;
  • საკვანძო კლიენტების მართვა (ანალიტიკა, პრეზენტაციები, კომერციული წინადადებები, მოლაპარაკებები, კონტრაქტები);
  • შოურუმის გამოცდილების განვითარება: პროდუქტის ექსპოზიცია, დემოები, კონსულტაციის სტანდარტები;
  • გუნდის ფორმირება და მართვა: მიზნების დაყენება, ქოუჩინგი, შეფასება, მოტივაციის მექანიზმები;
  • რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან. თბილისის ცენტრალურ ოფისთან კოორდინირებული მუშაობა;
  • მიწოდება-მონტაჟის/სერვისის გუნდებთან კოორდინაცია (ვადები, SLA, ხარისხი, უსაფრთხოება);
  • პროცესების გაუმჯობესება და ფილიალის ეფექტიანობის ზრდა (ბიუჯეტი, ხარჯების კონტროლი);

ძირითადი მოთხოვნები:
  • 2+ წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში ან ფილიალის ხელმძღვანელ პოზიციაზე (ინჟინერია/სამშენებლო/უსაფრთხოების სისტემების სექტორი ჩაითვლება უპირატესობად);
  • B2B/B2G მოლაპარაკებებისა და პროექტებში გამარჯვების გამოცდილება;
  • ძლიერი ლიდერობა, ანალიტიკური აზროვნება და პროცესების მართვა;
  • გამართული კომუნიკაცია ქართულად; რუსული სასურველია, ინგლისური -აუცილებელი;
  • კომპიუტერული უნარები: CRM, Excel/Google Sheets, პრეზენტაციები;

უნარები:
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება:
ფიქსირებული 3000 ლარი
ბონუსი: რეალიზებული თანხიდან (შეთანხმებადია გასაუბრებაზე)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები