08 სექ - 07 ოქტ
სტარტი
უფროსი ექთანი
თბილისი, თემქა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@jerarsi.ge
ტელეფონი: +995 322 111 112
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
სს ,,ჯერარსი” აცხადებს ვაკანსიას მოზრდილთა გულ-სისხლძარღვთა დეპარტაენტში „უფროსი ექთნის“ პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს ,,ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00-მდე.
ანგარიშვალდებული: დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კლინიკის მთავარ ექთანთა.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს უფროსი ექთნის პოზიციაზე მოზრდილთა გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების სათანადო საექთნო მომსახურების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი დეპარტამენტის მასშტაბით;
- ექთნების გუნდის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა, გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
- სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ინფექციური კონტროლის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურებისა და კლინიკური გაიდლაინების დაცვა/მეთვალყურეობა;
- ახალი თანამშრომლების მენტორობა და ექთნების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- დოკუმენტაციის წარმოება კლინიკის წესების შესაბამისად (პაციენტის ისტორია ანგარიშგებები და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტები);
- კრიტიკული სიტუაციების მართვაში აქტიური მონაწილეობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება საჭიროების შემთხვევაში;
- ხარისხის მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება დეპარტამენტში;
- დეპარტამენტში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მუდმივი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული უმაღლესი განათლება საექთნო მიმართულებით (სავალდებულოა);
- სასურველია უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (გულსისხლძარღვთა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევები და გუნდის მართვის გამოცდილება;
- განვითარებული კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები;
- პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „უფროსი ექთანი“ ან დარეკეთ ნომერზე - +995 0322 111 112
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები