08 სექ - 07 ოქტ
სტანდარტი
მშენებლობის ზედამხედველი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: d.khinkiladze@nextgroup.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - სტუდენტებისთვის: კი
კომპანია "Next"-ი აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია „NEXT”-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
NEXT-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაეცნოს ობიექტის სამშენებლო პროექტის დეტალებს, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებულ სტანდარტებსა და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესებს;
- ობიექტზე აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
- აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ტემპები;
- მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
- ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
- აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
- მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
- გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
- დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
- სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
- აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით; (განიხილება ბოლო კურსის სტუდენტიც)
- Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ.პროფესიული უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დასაქმების პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
რას გთავაზობთ:
- პროფესიულად მზარდ და დინამიურ გარემოს;
- მონაწილეობას საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში;
- გუნდის მხრიდან მხარდაჭერას და მენტორობას;
- საჭიროების შემთხვევაში — შესაბამის ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე პროფესიულ პლატფორმებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Next Group"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები