08 სექ - 07 ოქტ
სტანდარტი
ჰიპერმარკეტის საწყობის თანამშრომელი
თბილისი, ვაზისუბანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mihouse.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა (კვირაში 40 სამუშაო საათი)
დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
- შემოსული ტვირთის დაცლა, დათვლა, ხარისხის შესაბამისობის შემოწმება და ჰიპერმარკეტის დარბაზში გადატანა კომპანიის სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად;
- მომხმარებლების შეკვეთების აგროვება და გასაცემად მომზადება;
- ხელშეკრულებით და სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა;
- კომპანიის ეთიკის კოდექსის, კორპორატიული ღირებულებების და წესების პატივისცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ძალიან სასიამოვნო იქნება.
პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- სტრესული გარემოების მართვის უნარი;
- შრომისმოყვარე;
- დისციპლინირებული;
- გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
- Fit-pass-ს.
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები