09 სექ - 08 ოქტ
სტარტი
მაღაზიის მენეჯერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@clean-house.ge
ტელეფონი: +995 591454595
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge
ამჟამად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას „მაღაზიის მენეჯერის“ პოზიციაზე საგურამოში.
ფუნქცია - მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
- პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
- წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
- კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
- ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მერჩენდაიზინგის კონტროლი;
- სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.
პირობები და ბენეფიტები:
- კონურენტული ანაზღაურება
- კომფორტული და ნორმირებული სამუშაო გრაფიკი
- პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენინგები და მასტერკლასები
- ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
დამატებითი უნარები
- მსგავს სფეროში მუსაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ფუნქციების დელეგირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თვით განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლიანი და მოტივირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ბმული: https://forms.gle/oDDg4yw68wbLd4BLA
ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@clean-house.ge; გთხოვთ, მიუთითოთ „მაღაზიის მენეჯერი, საგურამო“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები