დღეს - 08 ოქტ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები საცალო ვაჭრობასაცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “ელექტრიკოსის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტროგაყვანილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დანადგარების გამართულობის ზედამხედველობა,მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში);
- დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის,ნახაზების და სქემების წაკითხვა და ანალიზი;
- დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვა,გაუმართაობის აღრიცხვა ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
- ახალი ტექნიკის მიღება-ჩაბარების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის დანადგარების გამართულ მუშაობას;
- გაუწიოს რეკომენდაცია წარმოების ოპერატორებს პროდუქციის წარმოების პროცესში;
- ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი (დანადგართან მუშაობის) ახალ მიღებულ კადრებს;
- წარმოების პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა შესაძლებლობისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
- მოამზადოს და წარუდგენოს ხელმძღვანელს ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება და ელექტრიკოსის სერტიფიკატი;
- ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი და გამოცდილება;
- აუცილებელია ელექტრიკოსის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - 3 დღეში ერთხელ, 24 საათი;
- კვება+დაზღვევა;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 09 ოქტომბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების კონსულტანტი ბათუმი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები