დღეს - 08 ოქტ
სტარტი
სერვისის კონსულტანტი/მოლარე
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Cafe.botanica2017@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
“ბოტანიკა” აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტი/მოლარის პოზიციაზე
კაფე „ბოტანიკა“ მდებარეობს ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსში „შენი სახლი ჯიქიაზე“. 2017 წლიდან წარმატებით ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს და მათ ვთავაზობთ თბილისში საუკეთესო ყავას, გემრიელ და მარტივ კერძებს და დესერტებს.
კაფე „ბოტანიკა“ მდებარეობს ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსში „შენი სახლი ჯიქიაზე“. 2017 წლიდან წარმატებით ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს და მათ ვთავაზობთ თბილისში საუკეთესო ყავას, გემრიელ და მარტივ კერძებს და დესერტებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო და მეგობრულ გარემოს
- სხვადასხვა საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება)
ძირითადი მოვალეობები:
- კაფეში შემოსული სტუმრების დახვედრა
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა
- ყავის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება
- სენდვიჩების, ომლეტების, ვრაპების და სხვა მსგავსი კერძების მომზადება
- საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა
საჭირო ცოდნა და უნარები:
- მომხმარებლის სწრაფად, თავაზიანად და ეფექტურად მომსახურების უნარი
- შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა და გუნდურობა
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
- სეზონურად და პიკის საათებში დატვირთულ რეჟიმში მუშაობისადმი მზაობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Cafe.botanica2017@gmail.com
გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი,
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები