09 სექ - 08 ოქტ
ვიპ
იურისტის ასისტენტი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@uglubricants.com
ტელეფონი: +995551627551
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
ადვოკატირება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,საპენსიო წილის ანაზღაურება,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა,ბონუსები და წახალისება,კარიერული განვითარების ქოუჩინგი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
ადვოკატირება - სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული,უკრაინული
ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს ინდუსტრიულ ზეთებს და საპოხ მასალებს.
2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე,
შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლარიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;
- ბრძანებების, ინსტრუქციების, პროექტების მომზადება;
- კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
- დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედეგნა და კონსულტაციები.
- კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება;
- კონკრეტულ საქმეზე იურიდიული დასკვნის მომზადება;
- სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება;
საჭირო მოთხოვნები:
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
- ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა;
- ბონუს სისტემა – დამატებითი ანაზღაურება მაღალი შედეგებისა და მიღწევების შემთხვევაში;
- კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე info@uglubricants.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის
დასახელება "იურისტის ასისტენტის " ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 627 551
შპს „უჯ ლუბრიკანტს “-ი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა
წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „UG Lubricants“-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, ან გსურთ, რომ შპს „უჯ ლუბრიკანტს“-მა შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@uglubricants.com ან/და +995 551 627 551
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
იურიდიული
ადვოკატირება
ნახვები
უნიკალური ნახვები