შემდეგი
09 სექ - 24 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, ფინანსური აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
საკვები და სასმელები წარმოება საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია კოროსი აგრო აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის/ოპერატორის პოზიციაზე გორში
კომპანიის შესახებ:
შპს კოროსი აგრო რომელიც წარმოადგენს გორში არსებულ ფერმას და სასაკლაოს უწყვეტად ამარაგებს საქართველოში მოქმედ სავაჭრო ქსელებს, რესტორნებსა და სასტუმროებს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი ღორის ხორცით.
ჩვენ ვართ მზარდი და შეკრული გუნდი, რომელშიც ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა, ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს კომპანიაში თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ შრომა და ინიციატივები უნდა დაფასდეს და პროფესიული განვითარება უნდა წახალისდეს. ჩვენი მენეჯმენტი ყოველთვის მზადაა თანამშრომლების მოსასმენად, კოლეგები კი მხარდასაჭერად.
თუ ეძებთ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ძალისხმევა და ინიციატივები დაფასდება, ხოლო თქვენი ზრდა პრიორიტეტი იქნება, შემოგვიერთდით, ერთად გავიზარდოთ!
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ანაზღაურება: გადასახადების ჩათვლით 1700 ლარი

კომპანიის პროფილი: ნედლი ხორცის წარმოება, დისტრიბუცია და რეალიზაცია.
ფინანსური მენეჯერის/ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები:
ფინანსური მენეჯერის/ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები:
კადრის ძირითადი ვალდებულება იქნება საწარმოში მიმდინარე პროცესების, მათ შორის გაყიდვების, სრული ასახვა პროგრამულად და ფინანსური ანალიზი.
კერძოდ, ფინანსურმა მენეჯერმა/ოპერატორმა:
- უნდა შეიყვანოს ინფორმაცია რეალურ შესყდვასთან დაკავშირებით სწორი ფორმით პროგრამაში. დააფიქსიროს ინფორმაცია სწორ წონასთან, ფასთან, პარტიის ნომერთან, რაოდენობასთან, პარტნიორთან დაკავშირებით.
- უნდა აკონტროლოს ვალდებულების ნაშთი მომწოდებელთან და მისი სიზუსტე.
- პროგრამაში უნდა დააფიქსიროს ჩამოსაწერი საქონელი და გაითვალისწინოს თარიღი, რაოდენობა, წონა, პარტიის ნომერი.
- პროგრამაში უნდა აღრიცხოს დღის განმავლობაში დასაკლავად გადაყვანილი ცოცხალი ღორების რაოდენობა, წონა და პარტიის ნომერი.
- პროგრამაში უნდა აღრიცხოს დღის განმავლობაში დაკლული ღორების ნახევარ-კარკასების რაოდენობა, წონა და პარტიის ნომერი.
- პროგრამაში უნდა აღრიცხოს დაკვლის შედაგად მიღებული სუბ-პროდუქტების რაოდენობა და წონა.
- უნდა მიიღოს მონაწილეობა თვითღირებულების კალკულაციაში და პროგრამაში უნდა განაახლოს სხვადასხვა პროდუქტებზე თვითღირებულება და გასაყიდი ფასები.
- პროგრამაში უნდა აღრიცხოს დღის განმავლობაში გაყიდულ საქონელზე შემდეგი ინფორმაცია: საქონლის ტიპი, რაოდენობა, წონა, ფასი, მყიდველი, გადახდის ტიპი (ვალი/ქეშით გადახდა/ბანკში ჩარიცხვა), პარტიის ნომერი, გამყიდველი პირი და ატვირთოს ზედნადებები.
- კვირაში ერთხელ (პარასკევს) უნდა დაურეპორტოს მენეჯმენტს პარტნიორთა ნაშთები შემდეგნაირი ფორმატით: პარტნიორის დასახელება, კვირის საწყისი ნაშთი, კვირის განმავლობაში შეძენილი პროდუქციის დასახელება, წონა და ღირებულება, კვირის განმავლობაში დაფარული თანხები ქეშით, კვირის განმავლობაში დაფარული თანხები ბანკში ჩარიცხვით და კვირის ბოლოს პარტნიორის ნაშთი.
- უნდა დააფიქსიროს პროგრამაში ყველანაირი თანხის გაცემა სალაროდან და ბანკიდან ხარჯის ტიპების მიხედვით.
- უნდა დააფიქსიროს პროგრამაში ყველანაირი თანხის შემოსვლა სალაროში და შესაბამისი აუცილებელი ინფორმაცია, მაგ. მიზნობრიობა, შემომატანი და ა.შ.
კვალიფიკაცია:
- ფინანსური მენეჯერის/ოპერატორის/ანალიტიკოსის/ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ნახევარ წლიანი გამოცდილება.
- სასურველია ფინანსურ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი,
ფინანსური აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0