12 სექ - 11 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება, ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება, ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
Cenomi Retail აცხადებს ვაკანსიას მაღაზია Stradivarius-ის დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, Grand Mall-ში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის გაყიდვებისა და ბიზნეს მიზნების მიღწევაში აქტიური მონაწილეობა
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების კონტროლი
- მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
- მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი
- მაღაზიაში პროდუქციის მარაგისა და ასორტიმენტის დროულად მიღების, დარბაზში განთავსებისა და დასაწყობების კონტროლი
- მაღაზიის პერსონალის მუდმივი გადამზადება, განვითარება, შეფასება, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება და პროდუქტულობის მაქსიმალურად გაზრდა
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მიღწევის ორგანიზება, გაყიდვების ამსახველი ანგარიშის წარმოება
- ყოველდღიური სალარო ოპერაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება 1 წელზე მეტი სავაჭრო სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- კორპორატიულ დაზღვევას
- წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: https://hel-ai.com/apply/cZPVVxbe
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები