15 სექ - 14 ოქტ
სტარტი
ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: personnel@bsma.edu.ge
ტელეფონი: +995 568 75 96 11
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფინანსების მართვის სამსახურში გამოცხადდა ღია კონკურსი ვაკანსიაზე: ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:
ძირითადი საკონკურსო პირობები:
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები:
ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრის ვაკანსიაზე კანდიდატმა უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები:
ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრის ფუნქციები განისაზღვროს შემდეგნაირად:
კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:
საკონკურსო ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატი დაინიშნება გამოსაცდელი ვადით, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: personnel@bsma.edu.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 75 96 11
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით - სავალდებულო - ბაკალავრის და სასურველი მაგისტრატურის ხარისხი.
- პროფესია ბუღალტერი;
- სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი საჯარო სექტორში საფინანსო მიმართულებით
- საოფისე პროგრამების ცოდნა: ORIS კარგი eTreasury კარგი Microsoft office word კარგი Microsoft office Excel კარგი
კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:
- პირველადი შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად;
- გასაუბრება.
ძირითადი საკონკურსო პირობები:
- ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრის ვაკანსიაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს ქართულ სახელმწიფო ენას, აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომელიც დასტურდება დოკუმენტით, აქვს არანაკლებ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება.
- ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრის ვაკანსიაზე არ შეიძლება დაინიშნოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, არ დაიშვება კონკურსზე.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- CV- ფოტოსურათით და ვაკანსიაზე გაკეთებული განაცხადი.
- კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და წინამდებარე ბრძანების მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა ნასამართლობის შესახებ.
ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრის ვაკანსიაზე კანდიდატმა უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები:
- ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის # 429 ბრძანება
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრის ფუნქციები განისაზღვროს შემდეგნაირად:
- მუშაობს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინასთან კომუნალური ხარჯების და სხავადასხვა ვალდებულებების ანგარიშსწორების ნაწილში;
- ახორციელებს ხელშეკრულებაში განაწილების გრაფიკის ცვლილებების შეტანას და სახელმწიფო ხაზინაში გაგზავნას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვებიდან მიღებული ხელშეკრულებები შეჰყავს ხაზინის ელექტრონულ სისტემაში და ახორციელებს ხელშეკრულების და ვალდებულების დოკუმენტების დარეგისტრირებას;
- ახდენს მიღება-ჩაბარების და სასაქონლო ზედნადების შემოწმებას შესაბამის ხელშეკრულებასთან მიმართებაში და ახორციელებს მოთხოვნის გამზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ამოწმებს საგადასახადო ანგარიშფაქტურას და ახორციელებს გადარიცხვას;
- მოთხოვნის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელს აწვდის ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ და კვარტალის მიხედვით ინფორმაციას;
- ახორციელებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (DESI) შემოსული კორესპონდენციის შესრულებას;
- ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული წინასწარი გადახდების კონტროლს და ავანსების ჩახურვას;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს
კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:
- პირველადი შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად;
- გასაუბრება.
საკონკურსო ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით;
- საკონკურსო განაცხადების განხილვა იწარმოებს 2025 წლის 01 ოქტომბრამდე.
- არაუგვიანეს 2025 წლის 7 ოქტომბრისა ჩატარდეს კონკურსანტთა გასაუბრება, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N53 (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობა);
- კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან ხელშეკრულება გაფორმდეს 2025 წლის 10 ოქტომბრიდან.
- შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 1700 (ათასშვიდასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატი დაინიშნება გამოსაცდელი ვადით, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: personnel@bsma.edu.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 75 96 11
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა,
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები