15 სექ - 14 ოქტ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@mistore.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
ჩინური ბრენდის Xiaomi-ის ავტორიზებულ რესელერ კომპანია Mistore-ში ახალ გუნდის წევრს ვეძებთ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გპირდებით:
სამუშაო პირობები:
ფუნქცია-მოვალეობები:
საჭირო ცოდნა და კომპეტენცია:
საჭირო უნარები:
თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@mistore.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
ჩვენ გპირდებით:
- გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები
- ფასდაკლებებს ჩვენს კომპანიაში არსებულ პროდუქციაზე;
- ფასდაკლებებს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან არსებულ სერვისებსა და პროდუქციაზე;
- პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს;
- პოზიციაზე საფეხურებრივ განვითარების შესაძლებლობებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (6 თვის შემდეგ სრული დაფინანსებით)
- Fitpass (6 თვის შემდეგ თანადაფინანსებით)
- შიდა გათამაშებებს;
- შიდა განვადებებს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სითიმოლი საბურთალო, პეკინის გამზირი, გლდანი სითიმოლი)
- განაკვეთი: სრული განაკვეთი, (ცვლები: 10:00-19:00 ,13:00-22:00და 11:00-20:30)
- დასვენება: კვირაში 2 დღე (გარდა პარასკევი-შაბათი-კვირისა)
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ ჯამში 1500 + ხელზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალში შემოსული მომხმარებლის დახვედრა და დადგენილი სტანდარტებით ეფექტური მომსახურების გაწევა;
- არსებული პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და მომხმარებლისათვის გაზიარება;
- მომხმარებლისათვის სიახლეების, ფასდაკლებების, აქციების შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმების (როგორც ინდივიდუალური ისე ფილიალის) მონიტორინგი და მის გაზრდაზე ზრუნვა;
- თანამშრომლების მომსახურების პროცესის დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაცემა;
- ნაკლებად გაყიდვადი პროდუქციის იდენტიფიკაცია და პასუხისმგებელი პირებისათვის გაცნობა;
- მომხმარებლის მხრიდან (პროდუქტთან/სერვისთან დაკავშირებული) მოთხოვნების მონიშვნა, ანალიზი და პასუხისმგებელი პირებისათვის გაცნობა;
- ტექნიკისა და აქსესუარების მიღებებში მონაწილეობის მიღება;
- სხვა, პოზიციასთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება.
საჭირო ცოდნა და კომპეტენცია:
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინ.: 3 წელი (სასურველია, მაგრამ არა აუციელებელი ტექნიკის მიმართულებით);
- სასურველია ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება პროგრამა FINA-ში;
- უცხო ენების ცოდნა გამართულად სასაუბრო დონეზე (რუსული და ინგლისური);
საჭირო უნარები:
- პოზიტიური;
- ენერგიული;
- გაყიდვებზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელური;
- ლიდერული უნარები;
- მიზანდასახული;
- სხარტი
თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@mistore.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Mistore-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები