დღეს - 16 ოქტ
სტარტი
მარაგების აღრიცხვების ოპერატორ-ანალიტიკოსი
თბილისი, ფონიჭალა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარაგების პროგნოზირება, მარაგების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
კოპმანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
ვაკანსია: მარაგების აღრიცხვების ოპერატორ-ანალიტიკოსი

პირობები:
  • სამუშაო კრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30-დან 17:30-მდე;
  • ანაზღაურება: 1 თვე - 1000 ლარი. შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და
  • შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას: მარაგების აღრიცხვების ოპერატორ-ანალიტიკოსი

მოვალეობები:
  • კომპანიის სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაცია საწყობებს შორის.
  • საწყობის სასაქონლო მარაგების ანალიზი. გაყიდვებსა და ნაშთებზე დაყრდნობით ოპტიმალური შეკვეთის მომზადება და შიდა გადაზიდვის უზრუნველყოფა.
  • საწყობის მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობა.
  • ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა კომპანიის საჭიროების შესაბამისად ( საკანცელარიო საქონელი,ჰიგიენური საშუალებები,კომპიუტერის აქსესუარები და ა.შ).
  • ა/მ სათადარიგო ნაწილებისა და მასალების/მომსახურების შესყიდვის აღრიცხვა და კონტროლი.
  • კომპანიის ავტომობილებზე გამოწერილი ჯარიმების აღრიცხვა/კონტროლი

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);

უნარ-ჩვევები:
  • აქტიური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
  • ანალიტიკური უნარები
  • სწრაფი ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების პროგნოზირება,
მარაგების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები