17 სექ - 16 ოქტ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების
მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - www.bluetabla.ge
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
- სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთლის 140)
- 2,000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი 6 თვეში ერთხელ
- ჯანმრთელობის დაზღვევა
მოვალეობები:
- საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა
- პირველადი საბუთების დამუშავება
- რეალიზაციის ოპერაციების წარმოება, სასაქნლო ზედნადების და ა/ფაქტურების გამოწერა
- სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების წარმოება
- სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
მოთხოვნები:
- მინ. 3 წლიანი ბუღალტერის სამუშაო გამოცდილება (ვაჭრობის ან/და წარმოების დარგში)
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Balance-ის ცოდნას)
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მეილზე career@bluetabla.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „ბუღალტერი“
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები