21 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, პეკინის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@mastercoffee.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2300
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - ენები: ინგლისური,რუსული
ყავის სადისტრიბუციო კომპანია „Master Coffee“ , წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების (FRANKE, Bianchi, Schaerer, DR. Coffee, Astoria, SAECO) და ასევე, ყავის ბრენდების: -„CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია მუდმივად ცდილობს იყოს ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული. ამ ეტაპზე ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს.
მთავარი მოვალეობები:
- ობიექტების მოძიება და გაყიდვების არხების განვითარება;
- გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და სამუშაო პროცესების ანალიზი/გაუმჯობესება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა და ახალი შესაძლებლობების მოძიება;
- მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;
- გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი;
- კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შემოტანილი და გადარიცხული თანხების კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ინგლისური/ან რუსული ენა საკომუნიკაციო დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel).
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსების სისტემას შედეგების მიხედვით.
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განსაზღვრული რაოდენობის საწვავით უზრუნველყოფას;
- ულიმიტო სასაუბროს;
- Fitpass-ის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 2300ლ (კვარტალური ბონუსით)
- ავტომობილის ცვეთის ღირებულება 250ლ;
- სამუშაო გრაფიკი: 9:00 –18:00;
- დასვენება: შაბათი, კვირა;
- სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები