18 სექ - 11 ოქტ
ვიპ
ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: taxinfo.ge@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. სტაჟირების ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტების მიხედვით):
- ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
- ფასს სტანდარტების ცოდნა;
- საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა.
მოვალეობები:
- ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
- საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
- მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს;
- უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
- სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
- ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები აუდიტორის პოზიციისდასაკავებლად;
სამუშაოს ტიპი: სრული;
- სამუშაო ანაზღაურება: 1000 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი,
- 10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად
- კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
- სამუშაო ადგილი:ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9სართული.
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი:რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი:შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი:ფინალური გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები