19 სექ - 18 ოქტ
სტანდარტი
მოზრდილთა სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@medison.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება, ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაკოორდინირება, ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: მედიცინა
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მოზრდილთა სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციზე.
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი - სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
- სამედიცინო პროცესების კოორდინაცია;
- ახალი, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმპლემენტაცია
- ტრეინინგების საჭიროებების გამოვლენა, ჩატარების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სამედიცინო კონფერენციების ორგანიზება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე;
- სამედიცინო პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების უზრუნველყოფა;
- ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
- შიდა სამედიცინო პროტოკოლების (SOP) შემუშავება ;
- ფილიალებში ვიზიტების განხორციელება, მიმდინარე სამედიცინო პროცესების შესწავლა, დარღვევების იდენტიფიცირება და აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- საერთაშორისო და ეროვნული სამედიცინო გაიდლაინების/პროტოკოლების ცოდნა;
- აუცილებელია გამოცდილება სამედიცინო ხარისხის მართვის მიმართულებით;
- აუცილებელია დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ჩვენის მხრივ გთავაზობთ:
- თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების 50%-იანი თანადაფინანსება ყველა ამბულატორიულ სერვისზე;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- მზარდ და სტაბილურ ანაზღაურებას;
- განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge , „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება,
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები