19 სექ - 26 სექ
სტანდარტი
აქტუარი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა სადაზღვევო რისკები, ანდერაიტინგი, ექსპერტიზა/შეფასება საბანკო ფინანსური რისკის შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას აქტუარის პოზიციაზე, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიისთვის.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • რისკების შეფასება და ანალიზი – სტატისტიკური და მათემატიკური მოდელირების გამოყენებით სხვადასხვა ფინანსური და სადაზღვევო რისკების გაანგარიშება;
  • სადაზღვევო პოლიტიკების განსაზღვრა – კომპანიის ფინანსურად მდგრადი პოლიტიკის შენარჩუნების მიზნით, დაზღვევის პრემიების (გადასახადების) გამოთვლა;
  • საჭიროების შემთხვევაში, საპენსიო და დაგროვებადი სიცოცხლის დაზღვევის სქემების მოდელირება – სიცოცხლის დაზღვევის პორტფელისა და საპენსიო პროგრამის განჭვრეტა და პერსპექტივაში არსებული ფინანსური რისკების შეფასება;
  • მომგებიანობის ანალიზი – კომპანიის მომგებიანობის შეფასება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
  • მონაცემთა მოდელირება და პროგნოზირება – ფინანსური ბაზრების ტენდენციების და შესაძლო რისკების პროგნოზირება;
  • სარეზერვო ფონდების მართვა - კომპანიის რეზერვების განთავსებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დადგენა, პერსპექტივაში გავლენის ფაქტორების შეფასებით;
  • რეგულაციებთან შესაბამისობა – ფინანსური და სადაზღვევო რეგულაციების დაცვა, შესაბამისი ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი მათემატიკა/სტატისტიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/ეკონომიკა/ფიზიკის მიმართულებით, პრიორიტეტი მიენიჭებათ ფიზიკა-მათემატიკის/კომაროვის/ვეკუას სკოლის კურსდამთავრებულებს;
  • სასურველია აქტუარის სერთიფიკატი;
  • სასურველია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება სტატისტიკოსის/ფინანსების სპეციალისტის/რისკების სპეციალისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია Python, SQL, VBA პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: recruitment21@hh.ge
დაზღვევა
სადაზღვევო რისკები,
ანდერაიტინგი,
ექსპერტიზა/შეფასება
საბანკო
ფინანსური რისკის შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები