19 სექ - 18 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ოფისის მენეჯერი.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ (1სთ. შესვენება)
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა, ფოსტასთან კომუნიკაცია;
- კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
- კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
- სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
- დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და მონიტორინგი;
- თანამშრომელთა მივლინებების ადმინისტრირება;
- ტაქსის აპლიკაციის მართვა;
- სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას;
- ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში