შემდეგი
20 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ბუღალტრის დამხმარე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, გეგუთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@pancaviar.com
ტელეფონი: +995 574004008
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საკვების წარმოება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული
ბუღალტრის დამხმარე
კომპანია Panchenko Caviar House აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე ქ. ქუთაისში (წყალტუბოს რ-ნი, ს. გეგუთი).
ჩვენ ვართ ქართულ-უკრაინული კომპანია. ვაშენებთ ზუთხს, ვაწარმოებთ ხიზილალას, რომელიც არის წარმოდგენილი აშშ-ში, კანადაში, მალაიზიაში, ავსტრალიაში, სინგაპურში, ლივანში და ომანში.
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა/დაარქივება;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა, (ელ-სასაქონლო ზედნადები, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება);
- ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება / კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
- საწვავის შესყიდვა, განაწილება, ნაშთის კონტროლი;
- სალაროს ოპერაციების წარმოება (ნავაჭრი თანხების მიღება, შესაბამისი გატარებების ასახვა პროგრამებში);
- სალაროს ნაშთის კონტროლი;
- ხელფასების, მივლინებების და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და ასახვა პროგრამაში;
- ყოველდღიურად გადახდილი თანხების შემოწმება და შედარება პროგრამასთან;
- დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
- პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს კომპანიას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
- აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი,
- აუცილებელია - წარმოებაში შესაბამისი ფუნქციებით მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Miscrosoft Word, Excel)
- პუნქტუალურობა;
- რუსული ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე ცოდნა(საბუთების შექმნა და საუბარი)
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.
სამუშაო პირობები:
- კომფორტული სამუშაო გარემო
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო კვირა: 09:00 -18:00; ორშაბათი - პარასკევი
- მდებარეობა: სოფელი გეგუთი (ქ.ქუთაისი)
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 574004008, ან გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pancaviar.com
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები