22 სექ - 22 ოქტ
სტანდარტი
ფინანსური ანალიტიკოსი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@campa.ge
მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფ. საგურამო
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი (FP&A), IFRS - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი (FP&A), IFRS - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია Campa აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი კოეფიციენტების საშუალებით მომგებიანობის და გადახდისუნარიანობის შესაფასებლად
- გაყიდვების დეტალური ანალიზი: პროდუქტის, რეგიონების, დისტრიბუტორების და არხების მიხედვით
- გაყიდვების პროგნოზის მომზადება სეზონურობისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით
- პროდუქტების თვითღირებულების ანლიზი(COGS) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების მიძიება
- KPI-ების გაანგარიშება (გაყიდვები, მომგებიანობა, დისტრიბუციის ეფექტიანობა) მონიტორინგი და ანგარიშგება
- საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობა: წლიური, კვარტალური ბიუჯეტების მომზადება, ფაქტისა და ბიუჯეტის ანალიზი, გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება
- ახალი პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება (ROI, IRR, NPV და სხვა მაჩვენებლების გათვლით) WACC გაანგარიშება.
- დეტალური ფინანსური მოდელების შექმნა და სენსიტიურობის ანალიზი
- მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სხვა რეპორტების მოზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- Excel-ისა და ფინანსური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა
- Power BI-სთან და SQL-თან მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია გამოცდილება ავტომატური რეპორტების აწყობის Power BI-ში
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა
- ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და რაოდენობრივი აზროვნების უნარები
- კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- „კამპა“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის საშუალებას, რომელიც ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე და მოტივაციაზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge
სათაურის("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინაღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი,
ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი (FP&A),
IFRS
ნახვები
უნიკალური ნახვები