შემდეგი
23 სექ - 22 ოქტ
სტანდარტი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: collejimsc@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
აზროვნების ცენტრები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამებიგანათლების სექტორი - მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ განსახორციელებელ მოდულებს და CV - ის გამოგზავნისას მიუთითოთ რომელი მოდულის ან/და მოდულების განხორციელება შეგიძლიათ:
მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამას - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
მოდულები:
- გაცნობითი პრაქტიკა - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
- დარგობრივი ინგლისური ენა - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
- კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა
- კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
- კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა
- კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები
- მობილური, Linux და სერვერული ოპერაციული სისტემები
- პრაქტიკული პროექტი - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
ძირითადი მოვალეობები:
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- სასწავლო პროცესის წარმართვა პროფესიული განათლების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც ფლობს შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიის დაუფლებაში. პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა შეეძლოს სახელმწიფო ენაზე სასწავლო პროცესის წარმართვა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ლიტერატურის გაგება.
დამატებითი უნარები:
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- შემოქმედებითი აზროვნება, შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა
სამუშაო დატვირთვა - საათობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80
სამუშაო დატვირთვა-საათობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები