16 ოქტ - 21 ოქტ
სტანდარტი
საწყობის მიმღებ-მერჩენდაიზერი
თბილისი, ვარკეთილი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: fixprice.office.hr@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900 - 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 9 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას-როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ.
დღეისათვის კომპანია ფლობს 7 ფილიალს ქ.თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ.რუსთავში. ქსელი განაგრძობს გაფართოვებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიაში საწყობის მიმღებ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე (მაღაზიის საწყობის თანამშრომელი/მიმღები) ქ. თბილისსა და ქ.ბათუმში
სამუშაო ადგილი 1: ქ. თბილისი, კალაუბნის ქ. 1 (მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარედ)
სამუშაო ადგილი 2: ქ. თბილისი, სადგურის მოედანი (ე.წ. „გადასასვლელ ხიდთან“)
სამუშაო ადგილი 3: ქ. თბილისი, სამგორი, მეველეს ქ. 7/9 (მ/ს „სამგორის“ მიმდებარედ).
სამუშაო ადგილი 4: ქ. თბილისი, ი.ვეკუას ქ. 14 (მ/ს „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ).
სამუშაო ადგილი 5: ქ. თბილისი, გამრეკელის 5 (მ/ს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ).
სამუშაო ადგილი 6: ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. 32ა
გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, ფიზიკურად აქტიური, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, საწყობში განთავსება;
- პროდუქციის დაცლა (სატვირთო მანქანიდან საწყობში შეტანა სპეც. დამხმარე მოწყობილობის საშუალებით კვირაში 2-ჯერ;
- პროდუქციის სორტირება-განლაგება საწყობში კატეგორიის მიხედვით;
- პროდუქციის მოწესრიგება, სარეალიზაციო ფორმით აწყობა;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გატანა-განლაგება.
- სექციასა და საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
- პროდუქციის ვადის კონტროლი საწყობში (სავაჭრო დარბაზში საჭიროების მიხედვით).
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
- პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
- მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
- ფიზიკურად აქტიური;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინარული;
- პუნქტუალური;
- თავაზიანი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: 2+2 (ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება);
სამუშაო საათები: 10:00-21:00სთ; 10+1 (ათი საათი სამუშაო-1 საათი შესვენება)
ანაზღაურების ტიპი: საათობრივი;
ანაზღაურების ოდენობა: 900ლ-1000ლ.
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები