29 სექ - 28 ოქტ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
სვის კაპიტალი ახლა უკვე „სკაპი“ — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.
სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასარჩელო წარმოების დაწყება და კომპანიის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
- არბიტრაჟი (სარჩელის, შესაგებლის და სხვადასხვა პროცესუალური დოკუმენტის მომზადება), მორიგების გაფორმება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის საქმეების მომზადება;
- სააღსრულებო წარმოების დაწყება და მონიტორინგი;
- აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და კერძო აღმასრულებელთან ურთიერთობა;
- აუქციონზე მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის სახელით ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობა სხვადასხვა არასტანდარტული შემთხვევბის დამუშავება და წარმოება.
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი დასკვნის/წერილების/ პასუხების მომზადება
- შემოსული საჩივრების (სამართლებრივი) განხილვა, გადაწყვეტა;
- სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების და კომპანიის სამუშაო პროცესში სახელმძღვანელო სხვა შიდა დოკუმენტების დრაფტების მომზადება/რევიზია, კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- არასტანდარტული ქეისების გადაჭრის გზების შემუშავება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის შეთავაზება გადაწყვეტილების მისაღებად. მიღებული გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
გამოსაცდელი ვადა 6 თვე;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ - “იურისტი".
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში