29 სექ - 28 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000 - 4000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,იელთი ჯგუფი“ ეძებს გუნდის წევრს ,,ხარჯთაღმრიცხველის“ პოზიციაზე.
იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე.დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან 4000 ლარამდე
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
- მართვის საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (მოცულობის, რაოდენობის, ასევე მასალების, შრომისა და აღჭურვილობის საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა და ა.შ);
- პროექტის მიმდინარეობისას არსებული ხარჯთაღრიცხვის შედარება რეალურ ხარჯებთან, სხვაობების ანალიზი და განახლებული მონაცემებით
- შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
- მასალების, შრომის ტარიფების და სუბკონტრაქტორების ფასების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება;
- არსებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად საწყობიდან მასალების ჩამოწერის პროცესის ეფექტიანობის გაზრდაში მონაწილეობის მიღება;
- განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან და საბაზრო ფასებთან;
- პრობლემების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული და ზუსტი ინფორმირება;
- ხელმძღვანელი პირების მიერ დავალებებისა და მითითებების შესრულება და მათთან ანგარიშგების წარმოება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან დაკავშირებით);
- გამოცდილება ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით;
- პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური უნარები და დეტალებისადმი ყურადღება
- პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad, MS Excel და სხვ.).
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,ხარჯთაღმრიცხველის“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში