30 სექ - 28 ოქტ
სტანდარტი
მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@neotech.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია “ნეოტექი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია „ნეოტექი“ , უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.
ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას N4;
სამუშაო გრაფიკი: სრული- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი: 10:00-13:00;
ანაზღაურება: 1,200.00 ლარი (ხელზე).
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, რეგისტრაცია და მართვა;
- კომპანიის პროდუქტებით დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის ფასების და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;
- დამკვეთის საჭიროებების განსაზღვრა და მისი ინტერესების შესაბამისად კომპანიის შიგნით დეპარტამენტებთან გადამისამართება;
- უკუკავშირის მონიტორინგი;
- დავალებების მიღების და გადანაწილების ასახვა СRM პროგრამაში;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან და დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი (ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი) განათლება
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა,
- უცხო ენების( რუსული, ინგლისური) ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge . სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია “მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი”
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები