18 ოქტ - 02 ნოე
სტარტი
საბაჟო კონტროლის ზონის რეგისტრატორი
რუსთავი, ახალი რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@autopapa.com
ტელეფონი: +995 591 959 840
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
საინფორმაციო სერვისები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 - 1400
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):კორპორატიული სერვისები
საინფორმაციო სერვისები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას საბაჟო კონტროლის ზონის რეგისტრატორის პოზიციაზე
ჩვენ გთავაზობთ
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
ანაზღაურება: 1200 - 1400 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
- პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ.
უნარები და პიროვნული თვისებები
- ოპერატიული რეაგირების უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული და ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საბაჟო კონტროლის ზონის რეგისტრატორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
მოგვწერეთ: hr@autopapa.com
დაგვიკავშირდით: +995 591 959 840 ეკა.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები
ნახვები
უნიკალური ნახვები