03 ოქტ - 17 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი, მარაგების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს რევიზორის ვაკანსიას თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- „პსპ ფარმას“ აფთიაქების ქსელსა და საწყობებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი და სრული ინვენტარიზაცია და სხვა საკითხების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან/და ტექნიკური მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია);
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 ოქტომბერი, 2025 წელი.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი,
მარაგების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები