03 ოქტ - 17 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
„პსპ ფარმა“ აცხადებს მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტების ბანდლების და ბიუთი ბოქსების პროექტების მართვა;
- POS მასალები და წარმოება;
- სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა:
- სხვადასხვა მარკეტინგულ პროექტებში ჩართულობა და მენეჯერების მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი) მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გამართულად წერის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პროექტულად მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციების მომზადების უნარი და ანალიზის საპრეზენტაციო ფორმატში წარდგენის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 ოქტომბერი.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები