03 ოქტ - 17 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
„პსპ ფარმა“ აცხადებს იურისტის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები
- ახორციელებს კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და მის შესაბამისობას კანონდებლობასთან;
- აწარმოებს კომპანიის სახელით გასაფორმებელი გარიგებების/ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის/მათი პროექტების მომზადებას, კორექტირებას, ანალიზს, რისკების შეფასებას ან/და საჭიროებისამებრ ვიზირებას/შეთანხმებას;
- ახორციელებს კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და უფლებამოსილების მიმნიჭებელი სხვა დოკუმენტაციის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, მომზადებასა და წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
- უზრუნველყოფს უფლებების/ინტერესების დაცვასა და კომპანიის წარმომადგენლობას კერძო/საჯარო სამართლის კომერციულ და არაკომერციულ პირებთან და ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოებთან;
- წარმოადგენს კომპანიას და იცავს მის ინტერესებს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებში;
- კომპანიის სახელით უზრუნველყოფს დავებზე სარჩელების, შესაგებლების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური დოკუმენტების მომზადებას, შეგროვებასა და წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
- უზრუნველყოფს კომპანიის ხელმძღვანელობისა და დასაქმებულთა სამართლებრივ კონსულტირებასა და მათთვის შესაბამისი განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას;
- უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების/ცვლილებების გაცნობას უშუალო უფროსისათვის და კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისათვის, ხოლო საჭიროებისამებრ - სამართლებრივი აქტების/ მათი პროექტების სამართლებრივ ანალიზს, რისკების შეფასებასა და შესაბამისის დასკვნების/განმარტებების მომზადებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი იურიდიული განათლება – სამართლის მაგისტრის ხარისხი;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური (B2-C1) და რუსული ენის ცოდნა (B2);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები
- კეთილსინდისიერება და სამართლიანობა;
- პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა;
- თავაზიანობა და ეთიკურობა;
- მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვა და დავების ეფექტიანი გადაწყვეტს უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი, კოლეგიალობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 ოქტომბერი.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები