06 ოქტ - 01 ნოე
სტანდარტი
ანაზღაურებად სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტში/ბიზნესისა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი, პროექტების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული საერთაშორისო ვაჭრობა და განვითარება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 550

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული,ინგლისური
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტში და ბიზნესისა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტებში
ვაკანტური ადგილ (ებ) ის რაოდენობა: 2.

ჩვენს შესახებ:
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა www.gcci.ge წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო დონეზე, მას გააჩნია ფართო საერთაშორისო კავშირები და წარმოადგენს პალატების საერთაშორისო ქსელის განუყოფელ ნაწილს. პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ პალატებსა და სხვა სახის ბიზნეს გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად პალატა წარმოადგენს ადგილობრივი მეწარმეებისთის საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიების ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, აყალიბებს ბიზნეს წრეებს შორის საქმიან ურთიერთობებს და ხელს უწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში.

სტაჟიორის ანაზღაურება: 550 (დარიცხული)

სტაჟირების გავლის მსურველს უნდა ჰქონდეს:
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს.
პალატა თავის მხრივ დაეხმარება შეიძინოს გამოცდილება:
  • ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ექსპორტ/იმპორტის სტატისტიკის ანალიზში და კვლევების წარმოებაში;
  • ძირითადი სავაჭრო-საინვესტიციო საკითხების მომზადება/დამუშავებაში;
  • ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობაში;
  • ქვეყნის საიმიჯო პრეზენტაციების მომზადებაში ქართულ/ინგლისურ ენებზე;
  • პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშების, წინადადებების მომზადებაში.

გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@gcci.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ „სტაჟირება“ და იმ დეპარტამენტის დასახელება სადაც გსურთ სტაჟირების გავლა.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 ოქტომბერი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი,
პროექტების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები