დღეს - 05 ნოე
ვიპ
მიმტანი
მესტიის მუნიციპალიტეტი, მესტია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tedo@gistola.ltd
ტელეფონი: +995 511 29 29 66
მისამართი:
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1400
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,საცხოვრებლის უზრუნველყოფა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული,ინგლისური
5 ვარსკლავიანი სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაში, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ანაზღაურება 1400 ლარი + tips
- პირველი ცვლის გარაფიკი: 07:00-15:00
- მეორე ცვლის გრაფიკი: 15:00 - 00:00
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით;
- შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
- მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა;
- შვედური მაგიდის მომსახურება;
- სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება;
- სტუმრების მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.
- ჭურჭლის დაპოლიშება და დაბინავება
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ენა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს და შემოსავალს. (სამსახური არ არის სეზონური)
- უფასო კომფორტულ საცხოვრებელს, სასტუმროში არის განკუთნილი ოთახები სტაფის წევრებისთვის. (2-3 პერსონა 1 ოთახში)
- სამჯერადი კვება უფასოდ.
- უფასო პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- 30%-იანი ფასდაკლება ჩვენ რესტორანში. 23:00-დან სასტუმროს აუზის გამოყენება უფასოდ.
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- თიფი (tips) ბარათით და ქეშით. ქეშით თიფს იტოვებთ თქვენ, ბარათით რასაც დატოვებენ თვის ბოლოს იყოფა მიმტანებზე (5-6 მიმტანი)
- დილის ცვლის გარაფიკი: 07:00-15:00 (დილით საუზმე შვედური, 11:00-12:00 შვედური საუზმის ალაგება და შესვენება, 12:00-დან რესტორანი იღებს შეკვეთებს)
- საღამოს ცვლის გრაფიკი: 15:00 - 00:00. (ბოლო შეკვეთას ვიღებთ 22:20-ზე, სტუმარს აქვს უფლება რომ რესტორანში იყოს 00:00-მდე. არასეზონზე ხშირად ხდება ისე, რომ 22:30 უკვე თავისუფლები იქნებით, 00:00-მდე არ მოგიწევთ დარბაზში ყოფნა)
- Day off (დასვენება) - ერთი დღე კვირაში, შესაძლებელია დასვენების დღეების დაგროვება და ერთდროულად გამოყენება (მაქს.6 დღე)
- შვებულება: წელიწადში ერთხელ, 10 დღე, შესაძლებელია დაგროვებული day-off ების გამოყენება (მაქს. 14 დღე. თვეები როცა შესაძლებელია შვებულების გამოყენება: ნოემბერს, მარტის და აპრილის თვეებში, ასევე მაისის პირველ ნახევარში, ოქტომბრის მეორე ნახევარში)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tedo@gistola.ltd
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 29 29 66
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები