07 ოქტ - 30 ოქტ
სტარტი
ინფლუენსერებთან კომუნიკაციის მენეჯერი / არამედიკამენტების დეპარტამენტში
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ინფლუენსერ მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ინფლუენსერ მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ინფლუენსერებთან კომუნიკაციის მენეჯერის (არამედიკამენტების დეპარტამენტში) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ინფლუენსერებისა და დარგის სპეციალისტების მოძიება, შერჩევა, მართვა და განვითარება;
  • კონტრაქტებისა დაანაზღაურების პირობების შეთანხმება;
  • ინფლუენსერებისა დადარგის სპეციალისტების მონაწილეობით კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • KPI-ების შესრულების შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • გადაღებებისა და ღონისძიებების ორგანიზება ინფლუენსერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად;
  • ღონისძიებებისა და სხვაკომუნიკაციური აქტივობების საორგანიზაციო პროცესებში ჩართულობა;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენება ხელოვნური ინფლუენსერების შესაქმნელად და მართვისთვის;
  • ინფლუენსერების მონაცემთა ბაზისა და ბიუჯეტის მართვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ჟურნალისტიკა, კომუნიკაციებიანბიზნესი);
  • გამოცდილება მარკეტინგისან PR/სარეკლამოსფეროში;
  • სოციალური მედიის პლატფორმებისა და თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
  • ანალიტიკური უნარებიდა KPI-ების შეფასების გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე (B2+/C1);
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.10.2025 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/CSyusKa9Af

მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ინფლუენსერ მარკეტინგი,
მარკეტინგული კომუნიკაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები