07 ოქტ - 05 ნოე
სტანდარტი
ოპერატორი
თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მონაცემთა დამუშავება, საოპერაციო პროცესების მართვა, საოპერაციო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საკვები და სასმელები ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 500 - 1000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური

სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე მშრალი კვების მიმართულებით და წარმოადგენს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ელ-ფოსტაზე მიღებული შეკვეთების ასახვა პროგრამაში FINA;
  • შეკვეთების განაწილება დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
  • შეკვეთების გაგზავნა საწყობში ელ-ფოსტის საშუალებით;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია ლოჯისტიკისა და გაყიდვების დეპარტამენტებთან;
  • სასაქონლო ზედნადების ელექტრონულად ატვირთვა/კორექტირება RS.GE-ზე;
  • საბაზისო დონეზე რეპორტების წარმოება EXCEL-ში.

სასურველია:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა.

სამუშაო დღეები:

  • ორშაბათი-პარასკევი 9:30-დან 18:30-მდე ოფისიდან;
  • შაბათი 9:30-დან 18:30-მდე დისტანციურად.

სტაჟირების პერიოდი - 3 თვე,
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში :
  • I თვე - 500₾
  • II თვე - 1000₾
  • III თვე - 1000₾

დამატებითი სარგებელი კომპანიისგან:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)

მდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე info@dakotrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ოპერატორი“.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მონაცემთა დამუშავება,
საოპერაციო პროცესების მართვა,
საოპერაციო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები