10 ოქტ - 08 ნოე
სტანდარტი
ცომის საპრესი და საბრტყელებელი დანადგარის ოპერატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@sweet-country.ge
ტელეფონი: +995 591 50 99 80
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
საკონდიტრო კომპანია შ.პ.ს. ,,ტკბილი ქვეყანა” აცხადებს ვაკანსიას ცომის საპრესი და საბრტყელებელი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ჭყონდიდელის ქ. №56
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: დღიური ფიქსირებული 60 ლარი
ძირითადი მოვალეობა:
- ხინკლის ცომის დაპრესვა;
- დანადგარის მოვლა-დასუფთავება.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული.
- გაწონასწორებული.
- ენერგიული.
- მოტივირებული.
- პასუხისმგებლიანი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
1. კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე.
2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: office@sweet-country.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0 32 2 669 777 ან +995 591 50 99 80
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ტკბილი ქვეყანა“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: office@sweet-country.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ.თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქ. № 56)
წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები