13 ოქტ - 11 ნოე
 სტანდარტი 
 ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და მართვის მენეჯერი 
მცხეთის მუნიციპალიტეტი,  საგურამო 
 ვაკანსიაზე გამოხმაურება 
ელ. ფოსტა: hr@geobeer.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსებიბუღალტრული აღრიცხვა 
- ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისებისაკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსებიბუღალტრული აღრიცხვა 
- ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისებისაკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს ქართული ლუდის კომპანია აცხადებს  ვაკანსიას ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და მართვის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (საწარმოო და არასაწარმოო ძირითადი საშუალებების ბუღალტრული აღრიცხვა (კაპიტალიზაცია, ამორტიზაცია, ჩამოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასიცოხლო ვადების კონტროლი და რევიზია წელიწადში ერთხელ და ა.შ.) კომპანიაში არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად);
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების (საწარმოო და არასაწარმოო) კონტროლი ფიზიკური ინვენტარიზაციების ორგანიზების, ეფექტურობის ანალიზის, სააღრიცხვო პროგრამების და სხვა შესაძლო საშუალებების გამოყენების გზით;
- ქვეყნის მასშტაბით, ინვენტარის ეფექტურად გადანაწილების კონტროლი;
- სხვადასხვა ყოველდღიური დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Outlook);
- უცხო ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება და სიზუსტე.
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 13 ნომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 ბუღალტერია / ფინანსები 
 ბუღალტრული აღრიცხვა 
 ნახვები   
 უნიკალური ნახვები   
