17 ოქტ - 14 ნოე
სტანდარტი
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: a.makharadze@onedev.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
დილერებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
დილერებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):უძრავი ქონება
უძრავი ქონება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
One Development ეძებს კომუნიკაბელურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შეძლებს კომპანიის პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას ადგილობრივად და საერთაშორისო დონეზე.
ძირითადი ვალდებულებები:
- პარტნიორებთან თანამშრომლობის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- ახალი პარტნიორების მოძიება და ქსელის გაფართოება;
- პარტნიორული გაყიდვების კოორდინირება
- მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
- პარტნიორული პროექტების მონიტორინგი და ანგარიშგება;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
- კომუნიკაცია კომპანიის შიდა გუნდებთან პარტნიორული მიზნების მისაღწევად.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B ურთიერთობების, გაყიდვებისა მიმართულებით;
- გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური აუცილებელია
- პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
- საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები შედეგების მიხედვით);
- თანამედროვე სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურობასა და მზარდ კომპანიაში კარიერული წინსვლის პერსპექტივას;
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: a.makharadze@onedev.ge
გაყიდვები
დილერებთან ურთიერთობის მენეჯმენტი,
სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
ნახვები
უნიკალური ნახვები