15 ოქტ - 13 ნოე
სტანდარტი
სამშენებლო საყალიბე სისტემების საწყობის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: gridconstructioninfo@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - ენები: ქართული
სამშენებლო კომპანია „გრიდ ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საყალიბე სისტემების საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქციები:
- ახალი და დაბრუნებული საყალიბე ელემენტების მიღება/გაცემა შემოსული და გამავალი აქტის საფუძველზე;
- დაზიანებული ელემენტების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
- შეკვეთილი კომპლექტების ანალიზი ობიექტის მოთხოვნის შესაბამისად.
- საწყობის მატერიალური ნაშთების ყოველდღიური კონტროლი და მონაცემების შეყვანა Excel ში;
- ინვენტარიზაციის ჩატარება პერიოდულად;
- საწყობის ბალანსის დადასტურება პასუხისმგებელ პირთან;
- საყალიბე სისტემების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა მასალების აწევა-გადატანისას;
- დაზიანებული ელემენტების შესაკეთებლად ან ჩამოსაწერად გადაცემა შესაბამის განყოფილებაში.
- სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია;
- საწყობის ტერიტორიის ორგანიზება ისე, რომ მოხდეს სწრაფი და უსაფრთხო მოძრაობა;
- გაცემის პროცესის ოპტიმიზაცია პროექტების მიხედვით.
- ტვირთის გადაზიდვის, ზედნადებებისა და დაბრუნების ფორმების შევსება;
- მუდმივი კომუნიკაცია ლოჯისტიკის, ტექნიკური დეპარტამენტისა და პროექტის გუნდებთან;
- ანგარიშგება ხელმძღვანელისადმი საწყობის სტატუსის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საყალიბე სისტემების (Doka) კომპონენტების ცოდნა;
- საწყობის აღრიცხვისა და დოკუმენტაციის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა;
- Excel-ისა და Autocad პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: gridconstructioninfo@gmail.com. ასევე, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები