17 ოქტ - 14 ნოე
სტარტი
ინგლისურენოვანი საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@nova.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობა სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობასამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სამსამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “ ინგლისურენოვანი საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის’’ პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- პროდუქციის შესყიდვის პროცესების კონტროლი;
- უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას;
- შესასყიდი პროდუქციის ფასის კონტროლი;
- კვირეული, კვარტლური ბიუჯეტის შედგენა;
- მიღებული შეკვეთის პროგრამულად ასახვა;
- საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია-მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია 1C - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
- რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი - სრული. 09:00-18:00 ან 10:00- 19:00.
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 16 ნოემბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი “.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები