დღეს - 14 ნოე
სტარტი
მორიგე ექთნი/დღის ექთანი
თბილისი, თემქა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@jerarsi.ge
ტელეფონი: +995 322 111 112
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
"ჯერარსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის (16/24 სთ) და დღის ექთნის (8სთ) პოზიციაზე, შემდეგ განყოფილებებში:
რეანიმაციის განყოფილება; (დღის ექთანი 8 საათი) (16/24 სთ)
ანესთეზიის განყოფილება; (დღის ექთანი 8 საათი)
ზოგადი ქირურგიის განყოფილება;(24 სთ)
ნევროლოგია/ნეიროქირურგიის განყოფილება;(24 სთ)
სასტერილიზაციოს განყოფილება;(დღის ექთანი 8 საათი);
კარდიო რეანიმაციის განყოფილება;(16/24 სთ)
ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილება;(24 სთ)
საოპერაციო; (დღის ექთანი 8 საათი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ, 2ა)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამომუშავებით/საათობრივი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- დაწესებულების მიერ შემუშავებული პროცედურების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
- საექთნო პროცედურების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
ზოგადი უნარები:
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთანი" ან დარეკეთ ნომერზე - (032) 2 111 112
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსი’’-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები