17 ოქტ - 14 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
“შპს ბლექ სი მეტალ გრუპ-ში" გვაქვს ვაკანსია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი
- დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით
- სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი
- ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე.წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში
- დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა
- საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა
- საბანკო ოპერაციების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (1C);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხიმგებლობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@bsmg.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 6 თვის განმავლობაში.
ჩვენთან გავლილი გასაუბრებები კონფედენციალურია და არ საჯაროვდება.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები