16 ოქტ - 14 ნოე
 სტარტი 
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვარეგისტრატურა 
- ინდუსტრია / სფერო: მშენებლობამშენებლობა 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
-  ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 - 1100
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვარეგისტრატურა 
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობამშენებლობა 
- ენები: ინგლისური
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ  საცხოვრებელი კომპლექსის რეცეფციონისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- მობინადრეების, სტუმრების დახვედრა და გადამისამართება;
- მობინადრეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათ შესახებ ინფორმაციის განახლება ბაზაში;
- მობინადრეების სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება და დროული რეაგირება;
- მობინადრეების მიერ დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების შესაბამის ტეპარტამენტთან გადამისამართება;
- მობინადრეებისათვის ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელი კომპლექსის სერვისებზე, წესებზე და რეგულაციებზე;
- მობინადრეების წინასწარ ინფორმირება დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის მონიტორინგი;
- მობინადრეების გადასახადების ან მომსახურების სტატუსზე ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
- საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1100 ლარი (ხელზე ასაღები).
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
 ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა 
 რეგისტრატურა 
 ნახვები   
 უნიკალური ნახვები   
