17 ოქტ - 15 ნოე
სტანდარტი
ადმინისტრატორი
თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hrsafety@mb.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
აუთსორსინგი/ოფშორინგი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
MBG Safety წარმოადგენს MBG ჯგუფის წევრ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა ბიზნეს სფეროში.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ ორგანიზაციასთან შრომის უსაფრთხოების და HACCP სისტემების დანერგვის მიმართულებით.
MBG Safety აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ კანდიდანტს, რომელიც უზრუნველყოფს საოფისე პროცესების გამართულობას, დოკუმენტაციის მართვას და შიდა კომუნიკაციის ეფექტიანობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საოფისე ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
- შემოსული და გასული მომართვიანობის დროული დამუშავება;
- პარტნიორი ორგანიზაციების ინფორმაციის, ბაზების განახლება და მართვა;
- საოფისე მარაგების მართვა;
- პარტნიორი კომპანიებთან ფინანსურ ვალდებულებთან დაკავშირებული უწყვეტი კომუნიკაციის წარმოება;
- დოკუმენტაციის მიღება და დაარქივება;
- დოკუმენტების მომზადება არსებული შაბლონების საფუძველზე;
- ინვოისების მომზადება;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word და სხვ.)
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
- სასურველია განათლება იურიდული მიმართულებით.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მეგობრულ გარემოს;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ ფოსტაზე: Hrsafety@mb.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ „ადმინისტრატორი“.
მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას !
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პეროსნალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები